მთავარი / სიახლეები / “ლაციო” – “იუვენტუსი”: სტატისტიკა

“ლაციო” – “იუვენტუსი”: სტატისტიკა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-მე-15 ტურში რომის „ლაციოს“ სტუმრად დაუპირისპირდება. გთავაზობთ ამ გუნდებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს.

81 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში „ლაციოსთან“ 150 მატჩიდან 81 მოიგო (36 ფრე, 33 წაგება). „ბიანკონერი“ არის გუნდი, რომელთანაც „ლაციო“ ყველაზე მეტჯერ დამარცხებულა.

1:1 – ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:1-ია. ეს შედეგი 17-ჯერ დაფიქსირა, ბოლოს 2014 წლის იანვარში.

2 გოლი – სერია A-ს ბოლო 10 საშინაო მატჩში „იუვენტუსთან“ „ლაციომ“ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, ბოლოს 2014 წლის იანვარში (1:1).

75 „ოლიმპიკოზე“ – „ლაციომ“ „იუვენტუსს“ სერია A-ს ეგიდით 75-ჯერ უმასპინძლა და 33-ჯერ დაამრცხდა (24 მოგება, 18 ფრე). „ბიანკონერი“ არის გუნდი, რომელთანაც „ლაციოს“ რომში ყველაზე მეტი მატჩი აქვს წაგებული.

„ბიანკოჩელესტეს“ დრო – „ლაციომ“ პირველად თავის ისტორიაში ზედიზედ 9 მატჩში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა. სერია A-ში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ინტერს“ (2006-2007) და „ატალანტას“ (2019-2020) ჰქონიათ 2000 წლის შემდეგ – 10 მატჩში 2-2 გოლი.

ისევ დაუმარცხებელი – ტოპ ხუთ ჩემპიონატებში „იუვენტუსი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ყველა ტურნირის ჩათვლით არ დამარცხებულა (15 მოგება, 4 ფრე). 2018-2019 წლების სეზონის ბოლო 19 თამაშში „იუვეს“ 6 მარცხი ჰქონდა განცდილი (9 მოგება, 4 ფრე).

დიდი მატჩები – „იუვენტუსმა“ მიდმინარე სეზონშ ყველა თამაში იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის საუკეთესო ათეულში არიან. ჯამში 18 ქულა მოიპოვა და მეორე შედეგს 5 ქულით უსწრებს („ინტერი“13 ქულა).

„ლაციო“ სახლში – „ლაციო“ სახლში ჯამში 349 წუთის განმავლობაში დაწინაურებული იყო ანგარიშში, რაც ამ სეზონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

ყურადღება ჩიროს – „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმმობილე მესამე თავდამსხმელი გახდა სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც 14 თამაშში 17 გოლი გაიტანა. ამაზე უკეთესი შედეგი ანტონიო ანჯელინოს (21 გოლი 1958-1559 წლების სეზონშ) და ფელიჩე ბორელს (17 გოლი 1933-1934 წლების სეზონში) ჰქონდათ.

„ლა ჯოია“ და „ლაციო“ – პაულო დიბალას სერია A-ში „ლაციოსთან“ 7 გოლი აქვს გატანილი და ასეთივე შედეგიანობით მხოლოდ „უდინეზესთან“ და „მილანთან“ თამაშობს, ხოლო უკეთესი მაჩვენებელი არ აქვს. ეს თამაში არგენტინელისთვის „იუვენტუსის“ მაისურით მეორასე იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …