მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ბერნარდესკის გაყიდვას არ გამორიცხავს

“იუვენტუსი” ბერნარდესკის გაყიდვას არ გამორიცხავს

ფედერიკო ბერნარდესკისთვის შესაძლოა მიმდინარე სეზონი „იუვენტუსში“ ბოლო აღმოჩნდეს. იტალიელი ნახევარმცველი მაურიციო სარის საკმაოდ ხშირად შეჰყვას ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ იმედს ვერ უმართლებს.

ბერნარდესკის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც ფლანგიდან გამთამაშებლის პოზიციაზე გადმოსწიეს და ფედერიკოც ახალ როლს აშკარად ვერ ეგუება. ამასობაში, „ალიანც სთედიუმზე“ ბოლო ორ მატჩში იტალიელს ქომაგებმა ცუდი თამაშის გამო დაუსტვინეს. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა ტურინიდან აბარგების მიზეზი გახდეს.

ბერნარდესკის მსურველები არ აკლია. მაგალითად „ბარსელონა“ და „მილანიც“ აქტიურობენ. არსებობს პრემიერლიგური ვარიანტებიც. თუმცა, მანამდე ბერნარდესკის მიმდინარე სეზონის ბოლომდე დრო კვლავ ექნება, რომ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …