მთავარი / სიახლეები / პირველი მარცხი სეზონში

პირველი მარცხი სეზონში

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მაურიციო სარის გუნდი რომში „ლაციოს“ ესტუმრა და სიმონე ინძაგის გუნდთან უქულოდ დამსახურებულად დარჩა.

არადა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა „იუვესთვის“, რადგან თავიდან თამაშს აკონტროლებდა და 25-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც. პაულო დიბალასა და როდრიგო ბენტანკურის კარგი კომბინაცია კრიშტიანუ რონალდუს გოლით დასრულდა.

ამის შემდეგ კი ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა და ეს „იუვენტუსი“ არ ყოფილა. სტუმრებმა უპირატესობა შესვენებამდეც ვერ შეინარჩუნეს და როგორც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება, „იუვემ“ გატანილი გოლის შემდეგ სადავეები მეტოქეს დაუტოვა. ტაიმის ბოლო წუთზე კი ლუიზ ფელიპემ ლოგიკურად გაათანაბრა.

გარდამტეხი 69-ე წუთი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ კონტრშეტევაზე „ლაციო“ ძალიან კარგად და აგრესიულად გადადიოდა. სწორედ ასეთ მომენტს მოჰყვა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ხუან კუადრადოს გაძევება. უმცირესობაში დარჩენილმა ტურინელებმა კი ვერაფერი გააწყვეს, რადგან მალევე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისგან გაუშვეს. სულ მალე „იუვენტუსის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ ჩირო იმმობილეს აჯობა, მერე დამატებაზეც აუღო. „ლაციომ“ მესამე მაინც გაიტანა. პოლონელი მეკარე დანილო კატალდის გაუმკლავდა, მაგრამ დამატებაზე ფელიპე კაისედომ მაინც გაიტანა და ლოგიკური 3:1.

„იუვენტუსმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით პირველად წააგო და „ინტერს“ ორი ქულით ჩამორჩება. იმავე „ლაციოს“ კი მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 3:1 (1:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (კაისედო 90), ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო (პაროლო 75), ლულიჩი; იმმობოლე (კატალდი 85), კორეა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ემრე ჯანი 41), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (დანილო 71); დიბალა (იგუაინი 79), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (25), 1:1 ლუიზ ფელიპე (45), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 3:1 კაისედო (90)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (6), ლაძარი (63), ლუკას ლეივა (86), კაისედო (90) – პიანიჩი (11), დიბალა (37), შჩესნი (77)

გაძევება: კუადრადო (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მიკელ ფაბრი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …