მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის კომენტარი “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით უკმაყოფილი არ დარჩენილა და თქვა, რომ მატჩის ბედი რამდენიმე ეპიზოდმა გადაწყვიტა.

„შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და გოლი თითქმის ამოწურულ დროში გავუშვით. შესვენებაზე დაწინაურებული უნდა გავსულიყავით. შემდეგ იყო ჩვენთვის არასახარბიელო ეპიზოდები, რომელთაც თამაშის ბედი გადაწყვიტეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა არ გვქონია, გუნდი ბურთს კარგად აკონტროლებდა. ოდნავ ნელა ვიმოქმედეთ პირველი გაშვებული გოლის დროს. მეორე ტაიმში რამდენიმე ეპიზოდმა გავლენა მოახდინა შედეგზე, თუმცა ვიზრდებით. დეტალების მიმართ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.

კუადრადოს გაძევების ეპიზოდში თავი ვერ დავიცავით, დიბალა და ბერნარდესკი სხვა პოზიციებზე უნდა ყოფილიყვნენ. წითელი ბარათი? ბურთი კარიდან 40 მეტრის დაშორებით იყო და ვფიქრობ, ყვითელი ბარათი უფრო სამართლიანი იქნებოდა.

ბენტანკურის ტრავმა არ ვიცი რა დონეზეა. ჩვენთვის ის ფუნდამენტური ფეხბურთელია, მისი გასვლის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა.

ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმების გამო. მომდევნო კვირეებში რამის მოფიქრება მოგვიწევს. ვნახოთ რა სიტუაციაა დაზიანებებთან დაკავშირებით და იმედია ყველაფრის სწრაფად მოგვარება იქნება შესაძლებელი“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 36 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …