მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩმა პსჟ-ზე უარი თქვა და მზადაა “იუვეში” დარჩეს

მანჯუკიჩმა პსჟ-ზე უარი თქვა და მზადაა “იუვეში” დარჩეს

მარიო მანჯუკიჩმა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე უარი თქვა. იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი მოხიბლული არაა იმ ფაქტით, რომ ახალ გუნდს სატრანსფერო პერიოდის მიწურულს უნდა შეუერთდეს, ამიტომ ურჩევნია „იუვენტუსში“ დარჩეს.

ეს იმის მიუხედავად, რომ მაურიციო სარი ხორვატს არ სწყალობს და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანოს. სარი ფორვარდის პოზიციაზე მარიოზე წინ იგუაინსა და დიბალას აყენებს, ყოველშემთხვევაში, სანამ დიბალა გუნდშია მანჯუკიჩი მესამე ფორვარდია.

იტალიური მედია იმასაც იტყობინება, რომ ბალკანელი იანვრამდე დარჩენას გეგმავს და თუ ვითარება არ შეიცვლება, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ან „მანჩესტერში“ გადავა, ან ჩინეთში გადაბარგდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *