ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანს“ უარი უთხრა, რადგან მერიჰ დემირალის გაყიდვის განზრახვა არ აქვს.
იდეა ნათელია – თურქი ფეხბურთელი ტურინში რჩება. შესაბამისად, ერთადერთი მცველი, რომელიც ბარგზე ზის, დანიელე რუგანია, რომელსაც „რომა“ ეპატიჟება, თუმცა, მხარეები ამ დრომდე ვერ მორიგდნენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მერიჰ დემირალი „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა, „მილანი“ კი მის სანავლოდ მზად იყო 35 მილიონი ევრო გაეღო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ტურინელებმა ტრანსფერზე უარი განაცხადეს.