დღეს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება. ტურინის „იუვენტუსი“ პირველ კალათაშია განთავსებული და შესაბამისად, ამავე კალათაში მყოფ დანარჩენ 7 გუდნს ჯგუფში ვერ შეხვდება.
პირველი კალათა ასე გამოიყურება:
„ლივერპული“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „პარი სენ ჟერმენი“, „ზენიტი“
დანარჩენი სამი კალათა შემდეგნაირია:
მეორე კალათა
„რეალი“, „ატლეტიკო“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ნაპოლი“, „შახტარი“, „აიაქსი“, „ბენფიკა“
მესამე კალათა
„ლიონი“, „ლევერკუზენი“, „ზალცბურგი“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „ვალენსია“, „ინტერი“, „დინამო“
მეოთხე კალათა
„ლოკომოტივი“, „გენკი“, „გალათასარაი“, „ლაიფციგი“, „სლავია“, „ცრვენა ზვეზდა“, „ატალანტა“, „ლილი“
მეორე კალათიდან „იუვეს“ „ნაპოლი“ ვერ შეხვდება, მესამედან „ინტერი“, ხოლო მეოთხედან – „ატალანტა“. დანარჩენი გუნდები ტურინელთათვის ღიაა. წილისყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.