პაულო დიბალას შემდეგ მარიო მანჯუკიჩის „მანჩესტერში“ ტრანსფერიც ჩაიშალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ხორვატი დღეს კონტინასას ბაზაზე გამოჩნდა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ „წითელ ეშმაკებში“ არ გადავა.
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და ბუნებრივია, მარიოს გაფორმებას „იუნაიტედი“ ვეღარ მოასწრებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბალკანელი ტურინში აუცილებლად დარჩება. ახლა შესაძლოა „იუვემ“ ვარიანტები ბუნდესლიგიდან განიხილოს.