პაულო დიბალას „ტოტენჰემში“ გადასვლა საბოლოოდ გამოირიცხა. ბოლო ერთ კვირაში არგენტინელი ორჯერ იყო ინგლისის პრემიერლიგასთან ახლოს – ჯერ „მანჩესტერთან“, მერე „ტოტენჰემთან“, მაგრამ ტრანსფერი ორჯერვე ჩაიშალა.
ახლა მისი ინგლისში გადაბარგება გამორიცხულია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.
შედეგად, დიბალას ტურინში დარჩენის შანსი გაიზარდა. ახლა რადარებზე მხოლოდ პსჟ დარჩა, ასევე არის „ინტერში“ მაურო იკარდისთან ბარტერის ალბათობაც, მაგრამ ეს ამ მომენტისთვის მხოლოდ იდეაა.