ჟოაუ კანსელუ „იუვენტუსს“ სპეციალური ვიდეოთი დამეშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა. პორტუგალიელმა „იუვენტუსს“ მადლობა გადაუხადა.
„ცხოვრებაში ვიზრდებით, ვცოცხლობთ, ვსწავლობთ, ვტირით და ვზეიმობთ. ეს არის ყველაფერი ის, რაც თქვენთან განვიცადე. ამაყი ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე. მე გავხდი საუკეთესო მოთამაშე და ვზეიმობდი ყოველ ჩაჭრას, დარტყმას, პასს და გოლს. ყოველთვის დიდი პატივისცემა მექნება თქვენს მიმართ. ეს იყო სასიამოვნო, ბებერო ქალბატონი, მადლობა ყველაფერისთვის“, – დაწერა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ გატარებულ ერთ სეზონში 34 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.