რომელუ ლუკაკს „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ პაულო დიბალას თანხობა აკლია, რომ ეს ბარტერი შედგეს.
ამასობაში, ოლე გუნარ სულშერმა ბელგიელი თავდამსხმელი „მილანთან“ ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა, რაც ასევე ცხადჰყოფს, რომ ლუკაკუს „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.
სავარაუდოდ, ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, რადგან ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება.