ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალა-რომელუ ლუკაკუს გარდა, კიდევ ერთ ბარტერზე აქტიურად მუშაობს: ჟოაუ კანსელუ-დანილო.
უფრო სწორად, ამ შემთხვევაში „მანჩესტერ სიტი“ აქტიურობს, რომელსაც ყველაფერი გათვლილი აქვს – დანილოს 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აფასებს, ხოლო კანსელუში 60 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის.
შესაბამისად, ბარტერის შემთხვევაში 25 მილიონი ევროს დამატებას აპირებს. თუმცა, „იუვე“ 35-40 მილიონს ითხოვს დანილოსთან ერთად. პრობლემა მდგომარეობს ბრაზილიელის ხელფასშიც, რომელიც ინგლისში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ ტურინელები მისთვის გასამარჯელოს სახით ამ თანხის მიცემას არ აპირებენ.
როგორც Calciomercato წერს, გადამწყვეტი შესაძლოა დღევანდელი დღე აღმოჩნდეს.