ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ პაულო დიბალა, ვესტონ მაკკენი და არტური დროებით გუნდიდან მოკვეთა. ისინი „ტორინოსთან“ არ იითამაშებენ და გუნდს ამის შემდეგ შეუერთდებიან.
მიზეზი ის არის, რომ მაკკენიმ წვეულება მოაწყო, სტუმრად დიბალა და არტურიც იყვნენ და მათ საკარინტინე წესები დაარღვიეს.
„მაკკენი, არტური და დიბალა? ამაზე თავიდანვე ვისაუბრებ და შემდეგ მხოლოდ თამაშზე. სამივე ფეხბურთელი „ტორინოსთან“ მატჩისთვის გამოძახებული არ იქნება. ამაზე საუბარიაღარ მინდა, უკვე საკმარისი კომენტარი გავაკეთეთ. მსგავსი რამ ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, შესაფერისი დრო არ იყო. ჩვენ მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ტორინოს“ 3 აპრილს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.