ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ვესტონ მაკკენი, პაულო დიბალა და არტური საკარინტინე წესების დარღვევის გამო დაისაჯნენ და გუნდთან ერთად დროებით არ ვარჯიშობენ.
„მაკკენი, არტური და დიბალა? ამაზე თავიდანვე ვისაუბრებ და შემდეგ მხოლოდ თამაშზე. სამივე ფეხბურთელი „ტორინოსთან“ მატჩისთვის გამოძახებული არ იქნება. ამაზე საუბარიაღარ მინდა, უკვე საკმარისი კომენტარი გავაკეთეთ. მსგავსი რამ ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, შესაფერისი დრო არ იყო. ჩვენ მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ.
ალექს სანდრო კარგადაა, გამოჯანმრთელდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პრობლემები არ ჰქონია და რეგულარულად ვარჯიშობდა. დანილოც ჩემს განკარგულებაშია და თამაში შეუძლია. კიელინიც კარგადაა,ისიც უწყვეტად ვარჯიშობს, მადლობას ვუხდით იტალიის ნაკრებს, რომ უფრო ადრე გამოუშვეს კლუბში. კრიშტიანუც კარგადაა.
ბუფონის დისკვალიფიკაციას აღარ ველოდით, მაგრამ ბოლოს დაისაჯა. რაც შეეხება შჩესნის, ტესტის პასუხებს ველოდებით, სხვა შემთხვევაში პინსოლიო მზად არის ითამაშოს.
ჩვენ ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება სატურნირო ცხრილში. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელშიც ბევრი ჩემპიონი თამაშობს და მსგავს მომენტებთან გამკლავების გამოცდილება აქვთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ – „იუვენტუსის“ მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.