ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ Tuttosport-თან ისაუბრა და „იუვენტუსს“ გაბრიელ ჟესუსის შეძენა ურჩია. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ყველაზე მეტად იქნება ადაპტირებული.
თუმცა, საუკეთესო ფორვარდად ჰარი კეინს მიიჩნევს, იმ ფეხბურთელებში, რომლებიც 30 წელს არ გადაცილებულან.
„ჩემი აზრით, საუკეთესო ფორვარდი კეინია. ნამდვილი ცენტრფორვარდი, რომელიც ისეთ სამუშაოს ასრულებს, რასაც სხვები ძალიან ნაკლებად. გუნდისთვის თამაში შეუძლია, ბევრი გოლი გააქვს, 26 წლისაა და ჯერ კიდევ შეუძლია მომატება.
თუმცა, ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან იდეალური გაბრიელ ჟესუსი იქნება. ბრაზილიელი ნაკლებადაა გოლეადორი, მაგრამ რონალდუსთან ერთად თამაშზე ყველაზე მეტად იქნება ადაპტირებული, რადგან კრიშტიანუ არაა ცენტრფორვარდი, მაგრამ ბევრ გოლს იტანს. ისეთი ბომბარდირი, როგორც კეინია, რომელსაც საუკეთესოდ მივიჩნევ 30 წლამდე ასაკის ფეხბურთელებში, ნამდვილად არაა რონალდუსთან ერთად თამაშსზე ადაპტირებული. უფრო მეტად ამ როლში გაბრიელ ჟესუსს ვხედავ, რომელიც „სიტიში“ გოლებს იტანს, მაგრამ თანაგუნდელებსაც ხშირად უქმნის სივრცეებს გასატანაად, თანაც მხოლოდ 22 წლისაა.
35 წლის ასაკში რონალდუს ამდენი თამაში არ მიკვირს, რადგან მე თვითონ სერია A-ში 39 წლამდე ვითამაშე, მაგრამ მე კვირაში 1 თამაში მქონდა, კრიშტიანუს კი ყოველ მესამე დღეს უწევს თამაში, ნამდვილად მანქანაა. მიუხედავად ამისა, როდესაც სეზონი განახლდება, კალენდარი შეიკუმშება და რონალდუს მოუწევს მწვრთნელთან შეთანხმებით რამდენიმე მატჩის გამოტოვება. ჯერჯერობით სარი ძალიან კარგად იყენებს კრიშტიანუს.
როდესაც ნოემბერში რონალდუ საუკეთესო ფორმაში არ იყო, სარიმ შეცვალა და კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მის სიამაყეს შეეხო. შემდეგ რონალდუ ისევ დაუბრუნდა ძველ ფორმას“, – თქვა ტონიმ.