ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში დანიელე რუგანიმ დატოვოს. იტალიელი მცველის სათამაშო დრო „ბებერ სინიორაში“ დიდი ხანია შეზღუდულია, ხოლო ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩისა და მერიჰ დემირალის კონკურენციაში, მისი დრო კიდევ უფრო შეიზღუდა.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, რუგანი ზაფხულში შეიძლება ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადავიდეს. გამოცემა ხაზს უსვამს ფედერიკო კიეზას საკითხსაც, რის გამოც რუგანი არაა გამორიცხული გარიგებაში ჩართონ.
დანიელეს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ამჟამად იტალიელი ფეხბურთელი კორონავირუსითაა დაინფიცირებული.