მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ზაფხულში „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისი პრიორიტეტი „ნერაძურიში“ გადასვლა გახლდათ.
„იუვენტუსთან“ ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ჩემი გონება ყოველთვის „ინტერისკენ“ და კონტესკენ იყო მიმართული. ჩემთვის იტალიაში „ინტერი“ ყოველთვის ფავორიტი გუნდი გახლდათ, ბავშვობიდან ვუყურებდი ადრიანოს, რონალდოს, ვიერის. კლუბს და მწვრთნელს ძალიან უნდოდათ ჩემი დამატება. კონტეს ჩემი აყვანა ჯერ კიდევ „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ მწვრთნელობის დროს უნდოდა“, – განაცხადა ლუკაკუმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „იუვენტუსს“ ლუკაკუს დამატება და „მანჩესტერში“ პაულო დიბალას გაშვება სურდა.