იტალიის სუპერთასი, რომელიც ტურინის „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის უნდა შედგეს საუდის არაბეთში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს ხელმძღვანელმა ლუიჯი დე სიერვომ ოფიციალურად დაადასტურა.
„კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და იტალიის სუპერთასის ფინალური შეხვედრა ქალაქ ჯიდაში ჩატარდება. ჩვენ გვსურს, რომ პატივი სცეთ ხელშეკრულებას.
ჩვენ არ ვებრძვით მათ. საუდის არაბეთთან მხოლოდ ის მოთხოვნა გვაქვს, რომ ორმა კლუბმა თამაში მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს და ხელისშემშლელი გარემოება არ შეიქმნას.
კიდევ ერთი ბრალდება მათ მიერ არის კიბერდანაშაული, უფრო სწორედ რომ განვმარტო – ისინი იპარავენ ლაივ თამაშებს. ამის გამო არსებობს შეშფოთება, რადგან ადამიანებმა იციან, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის კრიმინალი. ვცდილობთ ვითანამშრომლოთ მასპინძელ პროვაიდერებთან, რათა მსგავსი პრეცენდენტი არ მოხდეს“, – განუცხადა ლუიჯი დე სიერვომ Radio 24-ს.
აქვე გეტყვით, რომ სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის შემდეგ დადგა, რადგან თურქეთი მკვლელობაში სწორედ საუდის არაბეთს ადანაშაულებს.