მთავარი / სიახლეები / რუგანი: “სარი დაცვის ხაზისგან განსხვავებულად თამაშს ითხოვს”
TURIN, ITALY - MAY 19: Daniele Rugani of Juventus FC in action during the serie A match between Juventus and Hellas Verona FC at Allianz Stadium on May 19, 2018 in Turin, Italy. (Photo by Emilio Andreoli/Getty Images)

რუგანი: “სარი დაცვის ხაზისგან განსხვავებულად თამაშს ითხოვს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა დანიელე რუგანიმ მილანის “ინტერთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარი დაცვის ხაზისგან განსხვავებულ თამაშს იტხოვს, ვიდრე ეს მასიმილიანო ალეგრის დროს იყო.

“ეს იყო კარგი ტესტი ყველასთვის, რადგან “ინტერმა” კარგად ითამაშა. რიტმი მთელი თამაშის განმავლობაში მაღალი იყო და ჩვენთვის ეს ადვილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ძალიან ცხელოდა და ესეც ხელისშემშმლელი ფაქტორი გამოდგა. თუმცა ამ ეტაპზე ეს ნორმალურია, რადგან ახლა მხოლოდ მზადების პროცესია, რომ სეზონს საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ.

დაცვის ხაზის მექანიზმი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. მწვრთნელი ჩვენგან უფრო მაღლა თამაშსა და თამაშის წაკითხვას ითხოვს. ასეთ დროს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის ხაზის კარგი თამაში.

ჩინელი გულშემატკივრებისგან ყოველთვის ვგრძნობდით დიდ ენთუზიაზმს და ნამდვილად სასიამოვნოა და ბედნიერნი ვართ აქ ყოფნით”, – თქვა რუგანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *