მთავარი / სიახლეები / ლაპო ელკანი: “იუვე” რეკორდს რეკორდზე ამყარებს”

ლაპო ელკანი: “იუვე” რეკორდს რეკორდზე ამყარებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მორიგი წარმატების შემდეგ კომენტარი ლაპო ელკანმა გააკეთა. მისი განცხადებით, „იუვე“ რეკორდს რეკორდზე ამხობს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა.

„ამ წელსაც ჩემმა საყვარელმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერია. ზედიზედ მერვე სკუდეტო მოიგო განსაკუთრებით ადამიანების წყალობით, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელების. სპეციალური მადლობა ჩემს ბიძაშვილ ანდრეა ანიელის, რომელიც ამ ეპოქის შემოქმედია და „ბებერი სინიორა“ რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

დღესასწაულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ტიფოზების წვლილი, რომლებიც „იუვეთი“ ცხოვრობენ და მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს მხარს უჭერენ“, – თქვა ლაპო ელკანმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …