მთავარი / თეგის არქივი: ლაპო ელკანი

თეგის არქივი: ლაპო ელკანი

ანიელიმ, ლაპო ელკანმა და “იუვემ” “ინტერს” ჩემპიონობა მიულოცეს

ტურინის „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჩემპიონობა, რომელიც 3282 დღე გრძელდებოდა, ოფიციალურად დასრულდა და იტალიის ჩემპიონი „ინტერი“ გახდა. მილანურ გუნდს ჩემპიონობა „იუვემ“, ანდრეა ანიელიმ და ლაპო ელკანმა მიულოცეს. „ინტერს“ ვულოცავთ იტალიის ჩემპიონობას 2020-2021 წლების სეზონში“, – წერია „იუვენტუსის“ სოციალურ ქსელში. „სტივენ, კარგად იმუშავე! ბედნიერი ვარ შენს გამო და ვამაყობ, რომ შენი ერთგული მეტოქე …

სრულად წაკითხვა »

ლაპო ელკანი: “ყოჩაღ “იუვე”, ვამაყობ, რომ იუვენტინო ვარ”

ლაპო ელკანმა ტვიტერში დაწერა, რომ ამაყობს საყვარელი გუნდით. ლაპო კლუბი ხელფასების დაკლებაზე მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. „კომპლიმენტი ჩემს ბიძაშვილ ანდრეას, მწვრთნელს, ყველა ფეხბურთელს და მთლიანად ტურინულ ოჯახს, რომლებმაც ხელფასების დაკლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბრწყინვალე ჟესტი, რომელიც გამოხატავს დიდ გრძნობას და პასუხისმგებლობას. კიდევ უფრო ვამაყობ, რომ იუვენტინო ვარ“, – დაწერა ლაპომ. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ლაპო ელკანი კლაუდიო ლოტიტოს დაუპირისპირდა

ლაპო ელკანი რომის „ლაციოს“ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს აკრიტიკებს. ლოტიტო ჩემპიონატის განახლებას უახლოეს ხანში ითხოვს, რისი მიზეზიც ცხადია მისი გუნდის საჩემპიონო შანსია. ამის გამო ლოტიტოსა და ანდრეა ანიელის შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, „ლაციოს“ მეპატრონე ამტკიცებს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა სტატისტიკა კლებულობს. ლოტიტოს სოციალურ ქსელში ლაპო ელკანი …

სრულად წაკითხვა »

“სწორია, “იუვე” წინ, “ინტერი” უკან” – “ნერაძურის” ტიფოზს ელკანმა დასცინა

საფეხბურთო დაპირისპირება სანრემოს სცენაზეც გრძელდება, რადგან „ინტერის“ ცნობილი გულშემატკივარი ემადეუსი კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინას თვალწინ ორიგინალური მაისურით წარსგდა. წინ მას „იუვეს“ მაისური ეცვა, მაგრამ ზურგზე „ინტერის“, ლუკაკუს წარწერით. ეს ყველაფერი პორტუგალიელის ქალბატონის წინაშე. ამ ფაქტს ტვიტერში ლაპო ელკანი გამოეხმაურა და ამადეუსი დატროლა: „ძვირფასო ამადეუს, ნორმალურია, რომ წინ „იუვეა“ და უკან …

სრულად წაკითხვა »

ელკანი: “იუვე”, სირცხვილია!”

ლაპო ელკანმა იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსის“ მარცხით იმედგაცრუება ვერ დამალა და ტვიტერის საშუალებით ტურინული გრანდი გააკრიტიკა, ხოლო „ლაციოს“ გამარჯვება მიულოცა. „იუვე“, გაიღვიძე!“ – დაწერა ელკანმა მატჩის მიმდინარეობისას. თამაშის შემდეგ მან კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა: „იუვე“ სირცხვილია, „ლაციოს“ ვულოცავ“, – დაწერა ელკანმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო.

სრულად წაკითხვა »

ლაპო ელკანი: “იუვე” რეკორდს რეკორდზე ამყარებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მორიგი წარმატების შემდეგ კომენტარი ლაპო ელკანმა გააკეთა. მისი განცხადებით, „იუვე“ რეკორდს რეკორდზე ამხობს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. „ამ წელსაც ჩემმა საყვარელმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერია. ზედიზედ მერვე სკუდეტო მოიგო განსაკუთრებით ადამიანების წყალობით, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელების. სპეციალური მადლობა ჩემს ბიძაშვილ ანდრეა ანიელის, რომელიც ამ ეპოქის შემოქმედია …

სრულად წაკითხვა »