მთავარი / სიახლეები / ლაპო ელკანი კლაუდიო ლოტიტოს დაუპირისპირდა

ლაპო ელკანი კლაუდიო ლოტიტოს დაუპირისპირდა

ლაპო ელკანი რომის „ლაციოს“ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს აკრიტიკებს. ლოტიტო ჩემპიონატის განახლებას უახლოეს ხანში ითხოვს, რისი მიზეზიც ცხადია მისი გუნდის საჩემპიონო შანსია.

ამის გამო ლოტიტოსა და ანდრეა ანიელის შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, „ლაციოს“ მეპატრონე ამტკიცებს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა სტატისტიკა კლებულობს.

ლოტიტოს სოციალურ ქსელში ლაპო ელკანი გამოეხმაურა და მას „განმანათლებელი“ უწოდა.

„ლოტიტო… გაქვს სტატისტიკის ან ვირუსოლოგის ხარისხი? განმანათლებელი. ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ხშირად ოპტიმისტი სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა ცუდად ინფორმირებულ პესიმისტს“, – დაწერა ლაპომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …