მთავარი / სიახლეები / “სწორია, “იუვე” წინ, “ინტერი” უკან” – “ნერაძურის” ტიფოზს ელკანმა დასცინა

“სწორია, “იუვე” წინ, “ინტერი” უკან” – “ნერაძურის” ტიფოზს ელკანმა დასცინა

საფეხბურთო დაპირისპირება სანრემოს სცენაზეც გრძელდება, რადგან „ინტერის“ ცნობილი გულშემატკივარი ემადეუსი კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინას თვალწინ ორიგინალური მაისურით წარსგდა.

წინ მას „იუვეს“ მაისური ეცვა, მაგრამ ზურგზე „ინტერის“, ლუკაკუს წარწერით. ეს ყველაფერი პორტუგალიელის ქალბატონის წინაშე.

ამ ფაქტს ტვიტერში ლაპო ელკანი გამოეხმაურა და ამადეუსი დატროლა:

„ძვირფასო ამადეუს, ნორმალურია, რომ წინ „იუვეა“ და უკან „ინტერი“ რჩება“, – დაწერა ლაპომ.

ელკანის პოსტზე კლაუდიო მარკიზიომაც დააკომენტარა: „მკაცრი, მაგრამ სწორი შეფასება!“

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …