მილანის ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კომენტარი გააკეთა ფიორენტინას მფლობელის უკმაყოფილების შესახებ, რომელიც მსაჯებს იუვენტუსის სასარგებლოდ დადებული ორი თერთმეტმეტრიანის გამო აკრიტიკებს.
გასულ კვირას ტურინში, იუვენტუსმა ფლორენციულ ფიორენტინას უმასპინძლა და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მატჩის მე-40-ე და მე-80-ე წუთზე სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დაიდო, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია.
ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ, გაბრაზება ვერ დამალა და მატჩშის შემდეგ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
“ექვსი თვეა რაც აქ ვარ და მსაჯები არასდროს გამიკრიტიკებია, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ისინი ვერ გადაწყვეტენ მატჩების ბედს.
ჩემთვის ეს ამაზრზენია. იქნებ პირველ შემთხვევაში იყო პენალტი, მაგრამ მეორეში, რა თქმა უნდა, არა. მსაჯებს არ შეუძლიათ გადაწყვიტონ მატჩების შედეგები, მათ უნდა მისცენ მოთამაშეებს შესაძლებლობა გააკეთონ თავიანთი საქმე მოედანზე.
იუვენტუსს აქვს შთამბეჭდავი სახელფასო უწყისი, მათ დამატებითი დახმარება არ სჭირდებათ. ჩემში უარყოფას იწვევს რაც დღეს ვნახე, ისევე როგორც გასულ კვირას ჯენოას წინააღმდეგ გამართულ მატჩში, შემდეგ კი ინტერთან.
ეს არასდროს მითქვამს, მოდით, კარგი, იუვენტუსი ჩვენზე ძლიერია მაგრამ, არაა საჭირო მათთვის ამ გზით საქმის გამარტივება. საბრალო ბიჭები დემორალიზებული არიან. მე განვიცდი მათ გამო. ეს არ არის პენალტი.“ – განაცხადა ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ.
ფლორენციული გუნდის პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა მასიმო მორატი რომელსაც მსგავს სიტუაციებთან “ბრძოლის” და თავის დაძვრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
“მე მესმის, რატომ არის გაბრაზებული კომისო, რადგან ის ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და ბევრი ფული ჩადო, ახლა კი უცნაურ სიტუაციებს აწყდება. თუმცა არც ისე უცნაურს იმ წარსულთან შედარებით, რაც ჩვენთან მოხდა.” – განაცხადა მასიმო მორატიმ.