ტურინის „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჩემპიონობა, რომელიც 3282 დღე გრძელდებოდა, ოფიციალურად დასრულდა და იტალიის ჩემპიონი „ინტერი“ გახდა. მილანურ გუნდს ჩემპიონობა „იუვემ“, ანდრეა ანიელიმ და ლაპო ელკანმა მიულოცეს.
„ინტერს“ ვულოცავთ იტალიის ჩემპიონობას 2020-2021 წლების სეზონში“, – წერია „იუვენტუსის“ სოციალურ ქსელში.
„სტივენ, კარგად იმუშავე! ბედნიერი ვარ შენს გამო და ვამაყობ, რომ შენი ერთგული მეტოქე ვარ მოედანზე, მოედანს მიღმა კი მეგობარი. ჩვენ დავბრუნდებით“, – დაწერა ანიელიმ სოციალურ ქსელში.
„მოედანზე მეტოქეობა არასდროს უნდა ფარავდეს სპორტულ ღირებულებას. ვულოცავ კონტეს, მაროტას და „ინტერს“ სკუდეტოს მოგებას. „იუვენტუსის“ სიყვარული ასევე ნიშნავს მეტოქეების პატივისცემას“, – წერს ლაპო ელკანი.
აქვე გეტყვით, რომ „ინტერმა“ 2011 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, ხოლო სკუდეტო 2010 წელის შემდეგ პირველად და ისტორიში მე-19-ედ მოიგო.