ლაპო ელკანმა ტვიტერში დაწერა, რომ ამაყობს საყვარელი გუნდით. ლაპო კლუბი ხელფასების დაკლებაზე მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„კომპლიმენტი ჩემს ბიძაშვილ ანდრეას, მწვრთნელს, ყველა ფეხბურთელს და მთლიანად ტურინულ ოჯახს, რომლებმაც ხელფასების დაკლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბრწყინვალე ჟესტი, რომელიც გამოხატავს დიდ გრძნობას და პასუხისმგებლობას. კიდევ უფრო ვამაყობ, რომ იუვენტინო ვარ“, – დაწერა ლაპომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ოთხი თვის ხელფასს არ მიიღებენ და კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს.