ლაპო ელკანმა იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსის“ მარცხით იმედგაცრუება ვერ დამალა და ტვიტერის საშუალებით ტურინული გრანდი გააკრიტიკა, ხოლო „ლაციოს“ გამარჯვება მიულოცა.
„იუვე“, გაიღვიძე!“ – დაწერა ელკანმა მატჩის მიმდინარეობისას. თამაშის შემდეგ მან კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:
„იუვე“ სირცხვილია, „ლაციოს“ ვულოცავ“, – დაწერა ელკანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო.