დანიელე რუგანიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 25 წლის მცველით „ლესტერ სიტი“ დაინტერესდა.
ინგლისელები მზად არიან დანიელეს სანაცვლოდ „იუვეს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაზეც ტურინელები შესაძლოა დათანხმდნენ. რუგანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმის ფონზე, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია.
დანიელე „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და დღემდე 90 მატჩში 7 გოლი გაიტანა.