ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი ცუდ ხასიათზე დაასრულა და იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – რთულ მომენტებში შჩესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი. გაშვებულ გოლებში კი წვლილი არ მიუძღვის.
დე შილიო 5 – ლულიჩი პირველი გოლის დროს ძალიან ადვილად გაუმკლავდა. საშინელი თამაში ჰქონდა.
კუადრადო 5.5 – მისმა მოედანზე გამოსვლამ გუნდი უფრო თავდაჯერებული გახადა, მაგრამ დაცვაშიც ისიც შეცდა.
დემირალი 6 – ყველაზე მეტად ის იყო ფორმაში და სარიც ისევ ენდო. გოლებში დამნაშავე ნაკლებად იყო.
ბონუჩი 5.5 – „ლაციოს“ ორ გოლს უბრალოდ თვალს ადევნებდა. ცუდი თამაში ჩაატარა.
ალექს სანდრო 4.5 – პირველი გოლის ეპიზოდში პოზიციურად შეცდა, ახტა, მაგრამ ბურთი თავზე გადააფრინდა და „ლაციოს“ გოლი დაიბადა. მეორე გოლშიც მას მიუძღვის დიდი წვლილი, როდესაც ფლანგიდან მეტოქეს ადვილად და კარგად ჩააწოდებინა.
ბენტანკური 6 – თავიდან ლუის ალბერტოსთან გაუჭირდა, შემდეგ მოუმატა და ნახევარდაცვაში საუკეტესო იყო. წითელი ბარათი მაშინ მიიღო, როდესაც სუპერთასი პრაქტიკულად უკვე რომის გზაზე იდგა.
პიანიჩი 5.5 – თამაში მისგან ერთხელაც არ გამწვავებულა.
მატუიდი 5 – კალვარეზეს უმადლოდეს, რომ მე-9 წუთზე ლუის ალბერტოსთან უხეშობის გამო არ გააძევა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელი აშკარად ცუდ ფორმაშია, თამაში ვერ გაამწვავა.
დიბალა 6.5 – სწორ ადგილას, სწორ დროს აღმოჩნდა. ის ბევრს ცდილობდა, მაგრამ საკმარისი არ გამოდგა.
იგუაინი 5 – შემტევ სამეულში ყველაზე მეტად ჩრდილში იყო.
რემზი 5.5 – თითქოს აქტიურად ჩაერთო თამაშში, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და განსაკუთრებით ბოლო პასების დროს.
რონალდუ 6 – მისი თამაშის შემხედვარე, საშობაო პაუზა ცუდ დროს დაემთხვა, ყოველშემთხვევაში მისთვის. „იუვენტუსის“ ერთადერთ გოლში მისი წვლილი დიდია.