პაულო დიბალა იტალიის სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა „ლაციოსთან“ გაიტანა და ეს მისთვის აღნიშნულ ტურნირზე მეოთხე გოლი გამოდგა.
ასეთი შედეგი კი, იტალიის სუპერთასზე არავის აქვს. აღსანიშნავია, რომ დიბალას ოთხივე გოლი „ლაციოს“ წინააღმდეგ აქვს გატანილი – 2015 წელს, 2017 წელს (დუბლი) და 2019 წელს.
პაულომ ალესანდრო დელ პიეროს, სამეულ ეტო’ოს, ანდრეი შევჩენკოსა და კარლოს ტევესს გადაასწრო, რომელთა ანგარიშზე იტალიის სუპერთასზე 3-3 გოლია.