მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “მინდა, მომდევნო სეზონი 10 ქულით შევაფასო”

შჩესნი: “მინდა, მომდევნო სეზონი 10 ქულით შევაფასო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელმა ისაუბრა ანდრეა ბარძალისა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ. ასევე შეაფასა განვლილი სეზონიც.

„ჩვენ კარგები ვიყავით და ყველა უშუალო კონკურენტთან გავიმარჯვეთ, რისი წყალობითაც სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე მდევართან 20-ქულიანი უპირატესობა გვქონდა. ამიტომაც, ბედნიერები ვართ და თასი აღვმართე.

ბარძა გიჟური ფეხბურთელი იყო. მიმაჩნია, რომ მასზე ძლიერი ფეხბურთელი ისტორიაში ძალიან ცოტა მცველი გახლდათ. ასევე, როგორც თანაგუნდელი, ადამიანი, ყოველთვის სამაგილოთ იყო. დარწმუნებული ვარ ყოველთვის დარჩება ჩვენს მეგობრად. ალეგრი? ამ 5 წელიწადში „იუვენტუსისთვის“ იდეალური იყო. არასდროს დაუკარგავს სკუდეტო, კომპლიმენტი მასს, მინდა, მომავალში წარმატებები ვუსურვო.

სეზონი შეფასება? 10 იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, მაგრამ მინდა მომავალ სეზონში შევაფასო ათიანით“, – განაცხადა შჩესნიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …