მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “იუვე” გამარჯვებებს ახალ მწვრთნელთანაც გააგრძელებს”

ალეგრი: “იუვე” გამარჯვებებს ახალ მწვრთნელთანაც გააგრძელებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი 5 მოგებული სკუდეტოთი იტალიური ფეხბურთის დარბაზში მოხვდა. მაქსი ფლორენციაში იმყოფებოდა, სადაც მცირე კომენტარიც გააკეთა.

ჩემი მემკვიდრე? რჩევის მიცემა არ შემიძლია, მაგრამ ჩემს ადგილზე ვინც მოვა, ნამდვილად ექნება ხელმძღვანელობის დიდი ნდობა, რაც მისცემს საშუალებას გამარჯვებები გააგრძელოს. დღეს, მაგიდასთან ლიპისთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ერთად 10 სკუდეტო მოვიგეთ. „იუვეს“ დნმ-შია გამარჯვების გაგრძელება. გუნდს ფანტასტიკური 5 წლის შემდეგ ვტოვებ და „იუვე“ ისევ გაიმარჯვებს.

დიდების დარბაზი – ჩემთვის საამაყოა იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვედრა, შესაბამისად, ეს მედალი ძალიან მომწონს, რომელიც ბოლო მოგებული სკუდეტოს შემდეგ მივიღე. ეს ნიშნავს, რომ 5 წლიანი ციკლი ფანტასტიკურად დაიხურა.

“იუვენტუსიდან” წასვლა გასულ სამშაბათს გადავწყვიტე. ლივორნოში ვიყავი, ზღვის სანაპიროზე და ეს დამეხმარა”, – თქვა ალეგრიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …