მთავარი / სიახლეები / მადლობა, უსასრულოდ მადლობა, ანდრეა!

მადლობა, უსასრულოდ მადლობა, ანდრეა!

იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ანდრეა ბარძალიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მისი გაცილების დროს ტიროდნენ არამარტო ბიანკონერები, არამედ ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს.

როდესაც 2011 წლის ზამთარში მისი ტრანსფერი დადასტურდა, ის უკვე იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონი და გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგის“ რიგებში.

როგორც იქნა, იტალიაშიც მიეცა ჩემპიონობის შანსი და მოახერხა კიდეც. მერე კი, მისი ცხოვრება შეიცვალა: „პირველი ტიტულის მოგების შემდეგ, ზაფხულში დასასვენებლად ვიყავი და ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მეორე სკუდეტოს მოგება მინდოდა. ასეთი მშიერი არასდროს ვყოფილვარ, არ ვიცი რა მოხდა. არც ის ვიცი, რა მოხდა „იუვენტუსში“, მაგრამ ჩემი მენტალიტეტი შეიცვალა, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა“, – ამბობს ბარძალი.

ბარძალის გამარჯვებულის ტრანსფორმაცია იმ საოცარი გარემოს დამსახურება იყო, სადაც მოხვდა. მითიური BBC, ბარძალი-ბონუჩი-კიელინი, რომელთაც ზურგს კიდევ ერთი ძლიერი B უმაგრებდა – ჯანლუიჯი ბუფონი.

ანდრეა ბარძალი ჯორჯო კიელინისთან ერთად ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ რვაჯერ მოიგო სკუდეტო, რეკორდები რეკორდებზე და დაცვა, რომელიც ყოველთვის ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებდა.

„ატალანტასთან“ ბოლო თამაშ იყო საკუთარი პუბლიკის წინაშე. საერთოდ, „ნერაძურისთან“ ბარძალის საინტერესო გზაჯვარედინი აკავშირებს. 2011-2012 წლების სეზონში ბოლო ურის მატჩი სწორედ „ატალანტასთან“ შედგა და მატჩის ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა. მთელი სტადიონი ერთხმად ყვიროდა: „ბარძალი! ბარძალი!“ ყველას უნდოდა, რომ „ბიანკონერიში“ პირველი გოლი გაეტანა. ეს იყო სკუდეტოს ტორტზე ალუბალი.

მეორე და ბოლო გოლიც „ატალანტას“ გაუტანა. 2015-2016 წლების სეზონში, ბერგამოში, როდესაც „იუვეს“ მაისურით თამაშიდან (სტანდარტულის გარეშე) პირველად მოახერხა თავის გამოჩენა. გამოსამშვიდობებელი თამაშიც სწორედ „ატალანტასთან“ შედგა. შანსი ფანებთან დამშვიდობების და მორიგი სკუდეტოს თავს ზემოთ აღმართვის.

ცრემლიანი დამშვიდობება, მაგრამ არ შეიძლება ეს იყოს სამწუხარო. ვინაიდან ბარძალია მოედნიდან გავიდა, მაგრამ „იუვეს“ ისტორიაში საბოლოოდ შევიდა. ეს შემთხვევითი არაა, მისი მაისური „იუვენტუსის“ მუზეუმში სხვა ლეგენდებთან ერთად იქნება, როგორც თავად ლეგენდა. მადლობა ყველაფრისთვის, უზარმაზარო ჩემპიონო!

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …