ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ „მილანთან“ მატჩისთვის Sky Sport-თან ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში მშვიდი ვითარებაა და „მილანთან“ მატჩისთვის ემზადებიან.
„ვიცოდი, რომ აქ მოსვლა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ასე უნდა იყოს. მე შევიცვალე პოზიცია და თამაშის მეთოდი, მაგრამ კონცეფციები თითქმის იგივეა: თანაგუნდელებთან დიალოგი, თავდამსხმელებთან ახლოს თამაში და ყოველთვის თამაშში ყოფნა. შარშანდელთან შედარებით ნაკლები საგოლე პასი და გოლი მაქვს, მაგრამ ეს ნორმალურია. ზოგჯერ უკეთ ვთამაშობდი, ზოგჯერ უფრო ცუდად, მაგრამ მეტი არ შემეძლო, არაფერს ვნანობ.
პირლო? ძალიან მშვიდადაა, როგორც ყოველთვის, ის ძალიან მშვიდი ადამიანია. ამ კვირაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, მეტი დრო გვქონდა. მწვრთნელს ახალი არაფერი უთქვამს, კიდევ ორი დღე გვაქვს, რომ მოვემზადოთ „მილანთან“ მატჩისთვის და მშვიდად ვართ“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 9 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.