ევროპის სუპერლიგს 12 კლუბიდან ცხრამ დატოვა, თუმცა მათ შორის არ არის „იუვენტუსი“ და უეფასგან მკაცრი სანქციები ემუქრება.
უეფას ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი კლუბის, რომლებიც ჯერ კიდევ ჩართულნი არიან სუპერლიგაში, უეფა მოგვიანებით იმსჯელებს და საქმის წარმოებას დაიწყებს.
„იუვენტუსის“ გარდა, „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან კლუბები, რომელთაც სანქციები ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ უეფა სამივე კლუბს ფინანსურად დააჯარიმებს და ევროტურნირებიდან მინიმუმ 1 წლით მოკვეთავს.
დანარჩენიმა ცხრა კლუბმა კი სუპერლიგა დატოვა და უეფას ბოდიშიც მოუხადეს. რას აპირებს ანდრეა ანიელი და „იუვენტუსი“ უცნობია, კლუბი ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.