მადრიდის „რეალს“ სეზონის ბოლოს სავარაუდოდ ზინედინ ზიდანი დატოვებს და უკვე დაიწყეს მისი „იუვენტუსთან“ დაკავშირება.
Tuttosport-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტის სამომავლო კარიერაში მხოლოდ საფრანგეთის ნაკრები და „იუვე“ იკვეთება. ნაკრებში დიდიე დეშამი წარმატებით მუშაობს და ამჟამად ეს პოსტი ავკანტური არ არის. ამიტომაც, ზაფხულში „იუვენტუსში“ მისი დაბრუნება საკმაოდ რეალურია.
ანდრეა ანიელი ზიდანის დიდი თაყვანისმცემელია და ნამდვილად აქვს სურვილი, რომ მას კლუბის მართვა ჩააბაროს. ამ ეტაპზე მთავარი დაბრკოლება მაღალი ხელფასია – ზიუ „რეალში“ 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იტალიური გაზეთი წერს, რომ პირლოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მხოლოდ სამი კანდიდატურა განიხილება რეალურად – ზინედინ ზიდანი, მასიმილიანო ალეგრი და ჯენარო გატუზო.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა, სამწვრთნელო კარიერაში კი მას „რეალის“ გარდა არსად უმუშუვია.