ტურინის „იუვენტუსისთვის“ მატიას დე ლიხტი არ იყიდება. Calciomercato-ს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელით „ბარსელონა“ მართლაც დაინტერესდა, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი, მატიასი „იუვეს“ არ დატოვებს.
„იუვენტუსის“ სამომავლო პროექტში დე ლიხტი ერთ-ერთი მთავარ დასაყრდენი წერტილია და თავად ფეხბურთელიც ტურინში ბედნიერია და გუნდიდან წასვლაც არც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვემ“ 2019 წელს „აიაქსიდან“ დაიმატა და მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი