რამდენიმე დღის წინ ჩვენს ვებგვერდზე დავწერეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „კეივოსთან“ მატჩისწინ ერთ-ერთი გულშემატკივარი, ელენა დი მარტინო დააზიანა. პორტუგალიელის დარტყმული ბურთი იტალიელ ქალბატონს ბურთი სხეში მოხვდა, რის შემდგომაც ცხვირი დაუზიანდა.
დღეს კი, კრიშტიანუ ამ ქალბატონს შეხვდა, მაისური აჩუქა, რომელსაც ავტოგრაფი ამშვენებდა და მასთან ბუნებრივია, ფოტოც გადაიღო.
ელენამ ფეისბუქში დაწერა: „ჩემი საჩუქარი ბურთის მოხვედრისთვის. ჩემპიონი მოედანზე და მოედანს მიღმა… კრ7“.