მთავარი / სიახლეები / ცენტრალური მცველი “ატლეტიკოსაც” გამოაკლდა

ცენტრალური მცველი “ატლეტიკოსაც” გამოაკლდა

ლეონარდო ბონუჩის რომ შესაძლოა, „ატლეტიკოსთან“ პირველი მატჩი გაუცდეს, გითხარით. თავის მხრივ, წამყვანი ცენტრალური მცველი „ატლეტიკოსაც“ გამოაკლდა. კაპიტანი დიეგო გოდინი ტრავმირებულია.

ურუგვაელმა დაზიანება „ხეტაფესთან“ მატჩში მიიღო და მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

ტალიური მედიის ცნობით, გოდინმა 20 თებერვლამდე, როდესაც „იუვესთან“ მატჩი მადრიდში შედგება, გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს. თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ ვერ დაეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ გოდინის გარდა, დიეგო სიმეონეს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავს დაშავებული – სტეფან სავიჩი. თუ ვერცერთი მოედანზე ვერ გავა „იუვეს“ წინააღმდეგ, მაშინ მეტოქის დაცვის ხაზს ხოსე ხიმენესი და ლუკას ერნანდესი გაამაგრებენ.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …