მთავარი / სიახლეები / ბენატიამ “იუვენტუსი” ოფიციალურად დატოვა

ბენატიამ “იუვენტუსი” ოფიციალურად დატოვა

ახლა უკვე ოფიციალურად, მეჰდი ბენატია „იუვენტუსის“ წევრი არაა. აღნიშნული ინფორმაცია ტურინული გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მაროკოელი მცველი ყატარის „ალ-დუჰაილში“ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2 მილიონი კი, სამომავლოდ ბონუსის სახით დაემატება.

ბენატია „იუვენტუსში“ 2017 წლის ივლისში ჩაირიცხა და მას შემდეგ 59 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. 31 წლის მაროკოელმა „იუვესთან“ ერთად ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „იუვენტუსი“ მადლობას უხდის ბენატიას გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …