„იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის წინ გახურებისას კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთი გულშემატკივარი დააზიანა. მისი დარტყმული ბურთი ელენა დი მარტინოს სახეში მოხვდა და ცხვირი დაუზიანდა.
მატჩის შემდეგ ქალბატონმა ელენამ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.
„კრიშტიანუ ჩემი იდეალია. ამ დარტყმის შემდეგ ველოდები მინიმუმ ერთ ვახშამს“, – უთხრა ელენამ Corriere Della Sera-ს.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაწერა: კრიშტიანუ რონალდუსგან მატჩაწინა გახურებისას დარტყმის მიღება ყველას არ შეუძლია. ფინო ალა ფინე! მადლობა კურვა-ს მეგობრებს მხარდაჭერისთვის“.