მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკოში” ტრავმების ეპიდემიაა

“ატლეტიკოში” ტრავმების ეპიდემიაა

მადრიდის „ატლეტიკოში“ ტრავმების ეპიდემიაა. ლა ლიგის ბოლო ტურში „უესკასთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი კოკე დაშავდა, რომელსაც მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას „როხიბლანკოს“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი გაუცდება ესპანელ ნახევარმცველს, მაგრამ მინიმუმ 15 დღე იუქმებს. არსებობს რისკი, რომ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერდვედფინალურ მატჩშიც ვერ ითამაშოს.

გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ ტრავმირებული ჰყავს დიეგო კოშტა, სტეფან სავიჩი და საულ ნიგეზი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება, რომ ეს ფეხბურთელები „იუვეს“ ვერ დაუპირისპირდნენ. ყველაფერს ნათლად კი ახლო მომავალი გამოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ატლეტიკოს“ მადრიდში 20 თებერვალს ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …