მთავარი / სიახლეები / ბარძალისა და დელ პიეროს საინტერესო დიალოგი

ბარძალისა და დელ პიეროს საინტერესო დიალოგი

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ანდრეა ბარძალიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ვოლფსბურგში“ თამაშობდა და „იუვენტუსს“ მისი გადაბირება უნდოდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ალესანდრო დელ პიერომ მისი კარიერა შეცვალა:

მართალია, ანდრეამ ეს დიალოგი 2017 წლის ზაფხულში გაასაჯაროვა, მაგრამ გასახსენებლად, ღირს:

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა, როდესაც სახლისგან შორს ვიმყოფებოდი. პალერმოში ყველაფერი კარგად იყო, ლიპიმ მუნდიალზეც წამიყვანა, მესამე არჩევანი ვიყავი. შემდეგ კი, „ვოლფსბურგში“ გადავედი. საოცარი გუნდი გახლდათ, თუმცა გარემო ცოტა რთული იყო. 30 წლის ასაკში თითქოს ფეხბურთელი აღარ მერქვა, სტიმული აღარ მქონდა. 2011 წელი იყო, სავახშმოდ მეგობრებთანნ ერთად ვიყავი. ჩემი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა და არ ვპასუხობდი, რადგან „ვოლფსბურგიდან“ რეკავდნენ ვფიქრობდი. იმ დროს არავის მოსმენა მინდოდა.

სახლში 22 საათზე დავბრუნდი, ტელეფონს დავხედე და დელ პიეროს ნომერი იყო. დავურეკე:

– ალექს, შეგაწუხე?

– არა, ბარძა, გირეკავდი, რადგან რაღაც უნდა გკითხო. ფიზიკურად, როგორ ხარ?

– ფიზიკურად? ისე არა, როგორც მაშინ, მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდით.

მან გაიცინა, შემდეგ კი მისი გეგმა წარმომიდგინა:

– „იუვენტუსმა“ მცველის შეთავაზება მთხოვა, მე კი შენი სახელი დავასახელე. იყიდე პირველივე თვითმფრინავის ბილეთი და აქ ჩამოდი, შენი გამოცდილება გვჭირდება.

თავიდან სიტყვების გარეშე დავრჩი.

– არ შემიძლია ალექს, ალბათ კარიერას დავასრულებ.

– რა? გინდა კარიერა დაასრულო? საღად აზროვნების უნარი დაკარგე?

– მაგრამ, 30 წლის ვარ და თამაშის სურვილი აღარ მაქვს.

– ღირსეული სეზონები გექნება, გადმოდი „იუვენტუსში“.

დელ პიეროს ვერასდროს გადავუხდი საკმარისად მადლობას. „იუვენტუსში“ გატარებული წლები ჩემს კარიერაში საუკეთესოა. დიდ მატჩებში მივიღე მონაწილეობა და უკეთესი გუნდი არ არსებობს. საუბრობენ „რეალზე“, „ბარსელონაზე“, მაგრამ „იუვენტუსი“ უნიკალურია. „ფიორენტინა“ სეზონში 400 ათასით მეტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემი კარიერა ამ გუნდს ეძღვნება“, – გაიხსენა ანდრეამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბარძალი 2011 წლის იანვარში 300 ათას ევროდ გაიფორმა. ყველასგან მივიწყებული და ჩამოწერილი ფეხბურთელი კი „ბებერ სინიორაში“ კარგად ათამაშდა, ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად დაცვის ხაზის დაუვიწყარი ტრიო შექმნა – BBC.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …