„თუ „იუვენტუსი“ ჩემთვის წინადადებას გააკეთებს, გთხოვთ, გამიშვათ“, – მარსელომ მადრიდის „რეალს“ მიმართა. Tuttosport-ის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში მადრიდს დატოვებს.
მარსელოს „იუვესთან“ აქამდეც აკავშირებდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ალექს სანდრომ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის ფონზე ჩნდება კითხვის ნიშანი ბრაზილიელის ტურინში გადასვლასთან დაკავშირებით.
თუმცა, ძველი ამბავია ისიც, რომ კრიშტიანუ რონალდუს მარსელოს „იუვენტუსში“ მოსვლა ძალიან უნდა. გარდა ამისა, შესაძლოა ტრანსფერი მარკეტინგული თვალსაზირისთაც შედგეს. ვნახოთ, ყველაფერი ზაფხულში უნდა გაირკვეს.