მეჰდი ბენატია ახლოსაა ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებასთან. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები უკვე იტალიაში არიან და მაროკოელი შესაძლოა უახლოეს დღეებში „იუვეს“ ფეხბურთელი აღარ იყოს.
ბენატიას მომავალს საფრანგეთის ლიგა 1-თან, სადაც რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და ყატართან აკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ გეგმებში ბენატიას იანვარში გასხვისება არ შედის.
თუმცა, თავად ფეხბურთელს მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ამასობაში, ფაბიო პარატიჩიმ ახალი ცენტრალური მცველის ძებნა დაიწყო. როგორც ტურინული გამოცემა იტყობინება, პარატიჩიმ თვალი ლონდონის „ჩელსის“ მცველანდრეას კრისტენსენს დაადგა. შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.