ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ტრავმირებულია. მოგეხსენებათ, გერმანელმა ტრავმა „კიევოსთან“ მატჩის წინ მიიღო.
სამი გერმანიაში გაფრინდა კონსულტაციისთვის. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს გამოცდილი ნახევარმცველი, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაზიანება სერიოზული არაა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, „ლაციოსთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა და დაბრუნებას დამდეგ კვირაში მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ხედირასთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ დაშავდა.