მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ მადრიდის სასამართლოში: “ყველაფერი კარგადაა”

კრიშტიანუ მადრიდის სასამართლოში: “ყველაფერი კარგადაა”

კრიშტიანუ რონალდუ „კიევოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდში გაემგზავრა, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის მართლმსაჯულება გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

სასამართლო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა.

კრიშტიანუს ბრალდება წაუყენეს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.  რონალდუს პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რადგან ესპანური კანონმდებლობის თანახმად, პირველი კანონდარღვევაა და თანაც, მისი ვადა 24 თვეს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ 2012-2014 წლებში 14 .7 მილიონი ევროს გადასახედისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …