მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “კიევო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “კიევო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში ვერონას „კიევო“ 3:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმკტიცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

პერინი 6.5 – თავიდანვე მეჯორინის კარგი დარტყმამოიგერია. შემდეგ დიდი ხანი უსაქმოდ იყო და ნაკლებ რისკს განიცდიდა. როსეტინის ეპიზოდში კარგი რელფექსები გამოავლინა.

დე შილიო 6.5 – დაცვაში სუფთად და ეფექტურად ითამაშა. ბოლო მატჩებია ყოველთვის თავდაჯერებულია.

რუგანი 7 – კაპიტან კიელინისთან ერთად მშვიდად და დამაჯერებლად ითამაშა. ყოველთვის კარგი იყო დასწრებაზე. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაპროგნოზირებადი მომენტების სპეციალისტია. ბოლოს გოლიც გაიტანა ლამაზი დარტყმით.

კიელინი 7 – ეს არ ყოფილა საოცარი საღამო. თუმცა, ყველა სიტუაციას აკონტროლებდა, მოიგო ყველა დუელი.

ალექს სანდრო 6.5 – მეორე ტაიმის დასწყისში ახლოს იყო გოლთან. საკმაოდ სახიფათოდ თამაშობდა შეტევაში.

კინი შ.გ – ახალგაზრდა ფორვარდ ალეგრიმ 2 წუთი დაუთმო.

დუგლას კოშტა 7.5 – მისი დრიბლინგით და გოლით გაიხსნა ანგარიში მე-14 წუთზე. ბრწყინვალე გარღვევა და დიდებული დარტყმა. პირველი გოლი მიმდინარე სეზონში. როგორც გასულ სეზონშიც, წელსაც მეორე ნაწილიდან მოუმატა. მოედანი აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.

ბენტანკური 6 – მისი მოედანზე გამოსვლით ნახევარდაცა სამკაციანი გახდა.

ემრე ჯანი 7 – გაიტანა მეორე გოლი დიბალასა და დუგლას კოშტას ბრწყინავლე კომბინაციის შედეგად. ეს იყო პირველი გოლი „იუვეს“ მაისურით.

მატუიდი 6.5 – მოედნის ცენტრში ემრე ჯანთან ერთად თამაშობდა. მატჩის მიწურულს „მეძალას“ პოზიციას დაუბრუნდა და „კიევოს“ პრობლემები შეუქმნა.

ბერნარდესკი 7 – დაბრუნდა ისეთი, როგორც თავის საუკეთესო პერიოდში იყო. როდესაც ტემპს ცვლიდა „კიევოს“ დაცვას პრობლემები ექმნებოდა. შეეძლო გოლის გატანაც. დანიელე რუგანის კი საგოლე პასი გაუკეთა.

სპინაცოლა შ.გ – სპინაცოლამ „იუვეს“ მაისურით სერია A-ში პირველად ითამაშა.

დიბალა 7 – ბერნარდესკისთან, დუგლას კოშტასთან და რონალდუსთან კარგად კომბინირებდა. ემრე ჯანის გოლი 60%-ით მისი დამსახურება იყო. რადოვანოვიჩს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა.

რონალდუ 6 – პირველი პენალტი ვერ გაიტანა „იუვეს“ მაისურით. 39 წლის სორენტინომ კუთხე გამოიცნო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …