ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ Golden Foot-ი მოიგო. ეს არის პრიზი, რომელიც 28 წლის ზემოთ ასაკის მოთამაშეებს კარიერისთვის გადაეცემათ.
რონალდუმ ჯორჯო კიელინის, ლიონელ მესის და რობერტ ლევანდოვსკის, მთლიანობაში კი 9 კონკურენტს აჯობა.
“იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან Golden Foot-ი რონალდუმდე პაველ ნედვედს (2004), ალესანდრო დელ პიეროსა (2007) და ჯანლუიჯი ბუფონს (2016) მოუგიათ. ეს ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა.
გამარჯვებული გახდა “იუვეს” პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც, რომელმაც Golden Foot Prestige 2020 მოიგო.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი