ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო გრაციანიმ, რომელიც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ანდრეა პირლო გააკრიტიკა და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„დაუძახეთ ჯარისკან ალეგრის თუ გსურთ, რომ შეცვალოთ კურსი და სიჩქარე ამ გუნდისთვის, შეცვალეთ მესაჭე. პირლოსთან პრობლემა არ მაქვს, მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მასაც უკვე ვუთხარი, რომ არ შეუძლება ფერარი ახალბედა მძღოლმა მართოს, ეს ძალიან საშიშია.
მე რომ მწვრთნელი ვიყო და ბენევენტოში მივდიოდე სათამაშოდ, რონალდუს წავიყვანდი. შესაძლოა ის დამესვენებინა, მაგრამ მეორე ტაიმში თუ დამჭირდებოდა თამაშში ჩავრთავდი. რატომ არ წაიყვანეს გუნდთან ერთად? იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რომ მარტივი თამაში იყო, მაგრამ ამის ნაცვლად ქულები დაკარგეს“, – თქვა გრაციანიმ.